დევიდ ო’სალივანის განცხადება

„ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, არ აქვთ ვალდებულება, შეასრულონ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები“ – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს. დევიდ ო’სალივანი თქმით, ბლოკმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია იარაღისთვის კრიტიკული პროდუქტების პირდაპირი რეექსპორტის აღკვეთაში ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის, სერბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და, უფრო მცირე მასშტაბით, მალაიზიის მეშვეობით. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ო’სალივანი ამბობს, რომ ეს არ არის მთავრობების მიერ ორგანიზებული, უმეტესად ხდება ეკონომიკური ოპერატორების მიერ, რომლებიც შესაძლებლობას ხედავენ და ფულს აკეთებენ. სალივანი იმასაც აცხადებს, რომ სანქციები  მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე.