დევიდ კემერონის გამოხმაურება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის მიერ რაფაჰში დაგეგმილი ოპერაციით შეშფოთებულია. ამის შესახებ დევიდ კემერონმა მიკრობლოგ X- ში დაწერა. „ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის პერსპექტივით, ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ მხარეში თავშესაფარშია. პრიორიტეტი უნდა იყოს დაუყოვნებელი პაუზა დახმარების მისაღებად და მძევლების გასათავისუფლებლად, შემდეგ კი პროგრესი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – წერს კემერონი.