დევდორაკში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
დევდორაკის უსაფრთხოების სისტემის ამოქმედების შემდეგ დარიალის გამშვები პუნქტიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.
ხეობაში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების აპარატურა, კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევასაც აფიქსირებს. ძლიერი ნალექის შედეგად სასიგნალო შეტყობინება დაფიქსირდა. ინფორმაციას შსს აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა. პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.