განცხადება პრემიერმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს პრემიერთან საუბარში საქართველოს დღევანდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. „პრემიერ-მინისტრ კობახიძეს განვუცხადეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით – მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.
შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, – აცხადებს დერეკ შოლე.