დეპუტატის ქცევის კოდექსი

ყველა ხალხი იმსახურებს იმ პარლამენტს, რომელსაც ირჩევს. თავის მხრივ, პოლიტიკოსები,  ცდილობენ, რომ თავი მოაწონონ ამომრჩეველს. აქედან გამომდინარე, როცა პარლამენტარები ჩხუბობენ და  უცენზუროდ მიმართავენ ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ ან მათ ხალხის აზრი არ აინტერესებთ, ან ფიქრობენ, რომ ხალხს ეს მოსწონს.

თუმცა, როგორც ჩანს, დეპუტატების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ამ პროცესს საკანონმდებლო რეგულირება სჭირდება.

პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ქცევა საჯარიმო სანქციებით დარეგულირდება. იმის მიხედვით, თუ რა სახის დოკუმენტზე შეთანხმდებიან საბოლოოდ, ყველა დავინახავთ, დეპუტატის როგორი ქცევა და ლექსიკა მიაჩნია მეცხრე მოწვევის პარლამენტს მისაღებად ან მიუღებლად.

თემაზე სალომე ქოქიაშვილი მუშობდა.