დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საქმე

ნიკა მელია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის.

სასამართლოს პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა ქვეყნის უზენაესი კანონი დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს უფლებამოსილება შეუწყვიტა. მიზეზი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც ბანკ „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმის ერთ ეპიზოდში მელია დამნაშავედ ცნო. თუმცა, ყოფილი დეპუტატი ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა იჩქარა და სასამართლოს ზედა ინსტანციების გადაწყვეტილებას აღარ დაელოდა.