დეპუტატის მანდატის საკითხი

იურისტი ანა ნაცვლიშვილი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ბრალდების მხარის მოთხოვნას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. ანა ნაცვლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიღრმისეული მოკვლევა ჩაატარა და დოკუმენტში არაერთი შეცდომა და სამართლებრივი შეუსაბამობა აღმოაჩინა. შესაბამისად, მისი თქმით, დეპუტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს იმ ბრალდების მხარის მიერ შედგენილი დოკუმენტის საფუძველზე,  სადაც ასეთი ლაფსუსებია დაშვებული.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა, რომელიც განმარტავს, რომ იმუნიტეტის მოხსნის საფუძველი ხდება არა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და კონკრეტული საქმეები, რომლებიც დოკუმენტშია მოყვანილი, არამედ კონსტიტუციის და კანონის დარღვევა.