დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

ცვლილებები 2019 წლის ბიუჯეტში და ლარის კურსი.

პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს. გიორგი კაკაურიძემ ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში დაგეგმილი ცვლილებები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ უცხოური კრედიტების შემცირება და შიდა ვალის გაზრდა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენას არ მოახდენს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ზომების მთავარი მიზანი ინფლაციაზე კურსის ზეწოლის შეჩერებაა.