დეპუტატების შეფასებები

დადებითად ახასიათებენ ჯანდაცვის ახალ მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობაში.

მისი ლიდერი აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძეს აქვს შესაბამისი გამოცდილება. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დავით სერგეენკომ გამორჩეული ადგილი დაიკავოს პარტია „ქართული ოცნების“ მომავალ პოლიტიკურ გუნდში. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით კი, ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას ბიძინა ივანიშვილი პირადი გარემოცვით აკომპლექტებს.