დეპუტატების სადავო ინიციატივა

საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ დოკუმენტს არაკვალიფიციურად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. კითხვები აქვთ სხვა ლიდერებსაც.

საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვით რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს.

პარალელურად ბესელია ცვლილებების კიდევ ერთ პროექტს ამზადებს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც უვადოდ უკვე დანიშნულები არიან.

ახლა მთავარი ინტრიგაა, დაუჭერს თუ არა სადავო პროექტს მხარს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც კონსულტაციების დაწყებას დათანხმდა.