დეპუტატების ერთობლივი განცხადება

ქალი დეპუტატები ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

წერილს ხელს 13 კანონმდებელი აწერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ფუნდამენტური რეფორმები განსახორციელებელი, თუმცა, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეებისა და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე, აუცილებელია, რომ ქვეყანას სტატუსი მიანიჭონ.