დეპუტატები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურებიან

დეპუტატები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურებიან. ბექა  ნაცვლიშვილის განცხადებით, გიგი უგულავას დაკავებით მმართველმა გუნდმა ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბი მისცა. დამოუკიდებელი დეპუტატი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას აპირებს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

რაც შეეხება ზვიად ძიძიგურს, ის ამბობს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არასტაბილური ვითარება შეიქმნა. ძიძიგური პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაატარონ, რადგან არასტაბილურობა ქვეყანას დააზიანებს.