დეპუტატები ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია იყო.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის აუცილებლობაზე. დეპუტატები განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობას მეტი ყურადღება დაეთმოს.