დეპუტატები და მთავრობის წევრები პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან

მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის ქილიკის თემად ამჯერად მოახლოებული არჩევნები იქცა. უკვე მეორე დღეა, დეპუტატები და მთავრობის წევრები მოქმედი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან. მარგველაშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც “ქართულ ოცნებას” კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, მისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება, მმართველ გუნდს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებდა.

მოქმედი პრეზიდენტი უმრავლესობისთვის კომფორტის შექმნას არ აპირებს და კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა 2018-ის საარჩევნო მარათონში, პასუხის გაცემას არ ჩქარობს.

უმრავლესობაში კი თვლიან, რომ მათი კანდიდატი ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება.

 

დატოვე კომენტარი