დეოლიგარქიზაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი და ოთხი კრიტერიუმი – დოკუმენტის მიხედვით, პირი, რომელიც სამ პუნქტს დააკმაყოფილებს, ოლიგარქად ჩაითვლება. პროექტი, ე.წ. უკრაინული მოდელის მიხედვით მომზადდა და ის „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. კრიტერიუმები კი ასე განისაზღვრა – პირი, რომელსაც 80 მილიონ დოლარზე მეტი აქვს, ასევე გავლენა აქვს პოლიტიკურ პარტიებსა და მედიაზე და ეწევა მონოპოლიურ საქმიანობას.

ოლიგარქად პირს აღიარებს პარლამენტი – უკრაინის შემთხვევაში, ეს უფლებამოსილება პრეზიდენტთან არსებულ საბჭოს აქვს. ოლიგარქად აღიარების შემდეგ კი მას კონკრეტული შეზღუდვები უწესდება.

ოპოზიცია ამ კანონპროექტს აბსურდულს უწოდებს და არ იზიარებს.