დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირაში მეორე მოსმენით განიხილავს. უკრაინაში მიღებული კანონის ქართული ანალოგით ჩნდება ოთხი კრიტერიუმი, რომელთაგან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი ოლიგარქად იქნება მიჩნეული. მათ შორისაა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და მედიაზე გავლენა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს და აცხადებს, რომ უკრაინული კანონი ქართულ რეალობას არ შეესაბამება. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ახსენებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი ევროპული სტრუქტურების მხრიდან მოწონებულია.