დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

მკაფიო იყო ოლივერ ვარჰეის გზავნილი დეოლიგარქიზაციის პუნქტზე. პასუხი, რომელიც

ევროკომისარმა დეოლიგარქიზაციის და ნიკა გვარამიას შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შესულ შესწორებაზე გასცა, ოპოზიციის ნაწილს არ მოეწონა. ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაციის და მედია-გარემოს შესახებ ევროკომისიის პუნქტები არა კონკრეტულ გვარებს, არამედ თავისუფალი მედია-გარემოს უზრუნველსაყოფად და პოლიტიკაზე ჭარბი გავლენების აღსაკვეთად მკაფიო კრიტერიუმების გაწერას და საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებას გულისხმობს. ვარჰეიმ მმართველ გუნდს ურჩია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. ამ განცხადებებმა პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული იმ პროექტის გარშემო, რომელიც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონის ქართული ანალოგია.