დეოკუპაციის პოლიტიკა – პოლიტიკური შეფასებები 

21:18, 18.08.2026

პრემიერის დღევანდელ გამოსვლაში ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბოლო პერიოდში ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებზე გაკეთებული რეზონანსული განცხადებები.

მთავრობის მეთაური ცალკეულ ოპოზიციონერ აქტორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან ნდობის აღდგენის პროცესის მიზანმიმართულად ხელშეშლაში ადანაშაულებს. ამ კონტექსტში გარე ძალების მხრიდან მიღებულ ახალ დავალებად და ერთიანი კამპანიის ნაწილად ცხადდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრების ბოლოდროინდელი გზავნილებიც – იგულისხმება გიორგი ბარამაძის, სალომე სამადაშვილის და ნიკა გვარამიას განცხადებები. ნდობის აღდგენის ხელშეშლის კონტექსტში აფასებს მთავრობის მეთაური აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტზე გაკეთებულ კომენტარებსაც. თემაზე, რომელმაც ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა გამოიწვია, პრემიერ-მინისტრმა ახალი დეტალები გააჟღერა. ოკუპირებული რეგიონისთვის საწვავის მიწოდებას მთავრობის ხელმძღვანელი პროდუქციის დეფიციტის გამო აფხაზეთიდან წამოსულ ინიციატივად და ბიზნეს-კომპანიის მხრიდან მთავრობასთან შეთანხმებულად აცხადებს. მოტივად ირაკლი კობახიძემ სწორედ ნდობის აღდგენა დაასახელა.

მსგავსი