დენიელ ფრიდი - ბაიდენს ნამდვილად არ აუნთია „მწვანე შუქი“ პუტინისთვის უკრაინაში შესაჭრელად, ის საწინააღმდეგოს ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად #მსოფლიოსამბები
დენიელ ფრიდი - ბაიდენს ნამდვილად არ აუნთია „მწვანე შუქი“ პუტინისთვის უკრაინაში შესაჭრელად, ის საწინააღმდეგოს ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად #მსოფლიოსამბები

უკრაინის საზღვრებთან კვლავ მობილიზებულია 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, რომელშიც უკრაინაში ე.წ. მცირე შეჭრას არ გამორიცხავს, კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც დაბნეულობა გამოწვია. მოგვიანებით, ბაიდენს განმარტების გაკეთებაც მოუწია. მან თქვა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შენაერთის მიერ უკრაინის საზღვრების გადაკვეთა იქნება შეჭრა, რასაც მოჰყვება ეკონომიკური შედეგები. თუმცა, რამდენად შეაჩერებს ეს რუსეთის მორიგ აგრესიას, ამას ვერავინ ამბობს. რუსეთისა და აშშ-ის მთავარი დიპლომატი დღეს ჟენევაში ხვდებიან ერთამანეთს.

რუსეთ-უკრაინის თემაზე ვესაუბეთ  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, ამერიკელ დიპლომატ დენიელ ფრიდს

 

ჩვენი საუბარი დავიწყოთ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადებით, სადაც მან არ გამორიცხა რუსეთის მხრიდან უკრაინაში „მცირე შეჭრა“, ანუ,  მისი აზრით, ეს „მცირე შეჭრა“  შეიძლება გამართლებული იყოს?

უკრაინაზე არც ერთი თავდასხმა გამართლებული არ იქნება. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას ზედმეტი ინტერპრეტაციები მოჰყვა. ბაიდენი ცდილობდა, ხაზი გაესვა იმისთვის, რაც, ჩემი აზრით, მართალია. რუსეთის შემდეგი აქტიური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სავარაუდოდ არ იქნება სრულმასშტაბიანი ან ოპერაცია „ბარბაროსა“. ეს იქნება უფრო შეზღუდული სამხედრო შეჭრა, პუტინისთვის დამახასიათებელ სტილში. ის ახდენს პროვოცირებას, აბნევს მოწინააღმდეგეს, ინიღბება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კიბერთავდასხმები, მაგრამ ამჯერად საქმე გვექნება კიბერსაბოტაჟთან. შესაძლოა, ეს იყო სამხედრო მოქმედებები, კონკრეტული კუნძულის დაკავება ან რუსი სამხედროების გაგზვნა, რათა მათ უკვე ოკუპირებული დონბასის ფორმალური ოკუპაცია მოახდინონ. ეს იქნებოდა იგივე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსები ფარულად შესულიყვნენ და არა საქართველოზე სრულმაშატბიანი თავდასხმით. აი, ისეთის, როგორც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ჩემი აზრით, პრეზიდენტ ბაიდენს გამოსვლისას იმის ხაზგასმა სურდა, რომ ჩვენთვის არ უნდა იყოს მისაღები პუტინის შედარებით მცირე თავდასხმაც კი და მეტიც, ეს არ უნდა მივიჩინიოთ ერთგვარ შვებად. ამის შემდეგ დგება ახალი პრობლემა. რას ვაკეთებთ ჩვენ საპასუხოდ? რამდენად ძლიერი რეაქცია უნდა გვქონდეს? ბევრი იტყვის, რომ  რუსეთი თუ მოქმედებს შეზღუდული ძალით, მაშინ ჩვენი რეაქციაც შეზღუდული უნდა იყოს. ეს პუტინს უფრო აწყობს. ვფიქრობ, ბაიდენი ამბობდა, რომ აშშ-ის მთავრობა რუსეთის ყველანაირი ქმედებისთვის უნდა იყოს მზად. ბაიდენს ნამდვილად არ აუნთია „მწვანე შუქი“ პუტინისთვის უკრაინაში შეჭრისთვის, ის საწინააღმდეგოს ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. თეთრმა სახლმა ბაიდენის გამოსვლის შემდგე გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ ნებისმიერი თავდასხმა უკრაინაზე სერიოზულ პასუხს გამოიწვევს.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნებს შორის არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა…

ევროპა და ნატო უკრაინის საკითხზე ახლა იმაზე მეტად ერთიანია, ვიდრე 2008 წელს იყო საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ამ შეცდომებზე და ყველაფერის მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ თავისუფალი ქვეყანაა. ცხადია, ნატო-ში არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ არსებობს ერთიანო პოზიცია, რომ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგომის გაწევა საჭიროა.  კარგად თუ დავაკვირდებით ბაიდენის განცხადებას, დავინახავთ, რომ ის საუბრობს რუსეთის ქემდებებზე საპასუხო ნაბიჯების ტაქტიკურ განსხვავებებზე. რუსეთი თუ განახორციელებს შეზღუდულ იერიშს, საპასუხო ნაბიჯებზე ნატო-ში დისკუსია ნამდვილად იქნება. ეს არ არის იოლი საკითხი, თუმცა ვფიქრობ, ახლა უთანხმოება უფრო მეტად ტაქტიკურ ხასიათს ატარებს და არა  – სტრატეგიულს.

მოსალოდნელია აშშ-ის მხრიდან სამხედრო პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე?

სამხედრო პასუხში თუ იგულისხმება ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში, მაშინ პასუხია – არა. სამხედრო პასუხი თუ ნიშნავს უკრაინელების დახმარების გაზრდას, რათა მათ თავად შეძლონ სამშობლოს დაცვა რუსეთის აგრესიისგან, მაშინ პასუხია -დიახ. ნატო-ს აღმოსაველთ ფლანგზე აშშ-ისა და ალიანსის სხვა წევრების სამხედრო წარმომადგენლობა გაძლიერდება. ასე რომ, ვფქორობ, ახლა დასავლეთის პასუხი იქნება იმაზე გაცილებით მტკიცე და ერთიანი, ვიდრე ეს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყო.

ჩვენ ვიხილეთ, რომ შვედეთმა გააგზავნა ძალები გოტლანდის კუნძულზე. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პუტინი არა უკრაინას, არამედ სხვა ქვეყანას დაესხას თავს?

შვედები უსაფრთხოებას სერიოზულად უდგებიან. ისინი იმდენად შეშფოთებული იყვნენ, რომ გააძლიერეს თავდაცვა გოლტლენდის კუნძულზე. მათ ამის სრული უფლება აქვთ. თუმცა, ვფიქრობ, პუტინი არ დაესხმება თავს შვედეთს. ის ჩართულია ე.წ. ნერვების ომში. ის ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს და ცდლობს, დააშინოს დასავლეთი, რათა უბრძოლველად მიიღოს, რაც სურს. ჩემი აზრით, მისი მცდელობა წარუმატებელი იქნება, თუმცა, ეს არ იქნება იოლი.

დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აძლევთ შანსს?

რასაკვირველია. რუსების მცდელობა, დააშინონ დასავლეთი წარუმატებელი თუ იქნება, რუსები თ განხორციელებენ შეზღუდულ იერიშს და უკრაინა, დასაველთთან ერთად მტკიცე პასუხს გასცემს მოსკოვს, მაშინ ჩვენ დავუბრუნდებით დიპლომატიას. მაგრამ, დიპლომატია არ ნიშნავს კაპიტულაციას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პუტინის წესებით უნდა ვითამაშოთ. ამერიკელებმა და ევროპელებმაც უკვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ დისკუსიებისთვის პუტინის მიერ შემუშავებული ჩარჩოები მათთავის მიუღებელია. პუტინს ეს არ მოსწონს, თუმცა ეს სულაც არ მანაღველბს. მან თავად წამოიწყო ეს კრიზისი, ყოველგვარი მიზეზების გარეშე. აშშ-ი მზად არის, ეს კრიზისი დაასრულოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ჩვენი პასუხისმგებლობის, რეალობისა და პრინციპების გათვალისწინებით და არა  – პუტინის.

საინტერესოა, რატომ დაიწყო რუსეთმა ეს კრიზისი მაინცდამაინც ახლა?

ეს ნამდვილად ძალიან კარგი კითხვაა. 2021 წელს არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი იყო ბაიდენი და არა –  ტრამპი. ტრამპისთვის არსებითად მისაღები იყო პუტინის მსოფლმხედველობა, თუმცა ეს არ ეხება ტრამპის ადმინისტრაციას, სადაც უამრავი წესიერი ადამიანი მუშაობდა. პუტინს შესაძლოა, ჰქონდა იმედი, რომ  ტრამპისგან სასურველს მიიღებდა, მაგრამ როდესაც ბაიდენი მოვიდა, პუტნისთვის ცხადი გახდა, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ მან ურთიერთობების დაძაბვა არჩია. ამის მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, სწორედ ეს გახლდათ პუტნის ტაქტიკის ცვლილების მიზეზი. ამასთან ერთად,  პუტინი ფიქრობს, რომ დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს. უკრაინის პროგრესი ასუსტებს რუსეთის კონტროლს, მიუხედავ იმისა, რომ უკრაინა ჯერ კიდევ  ყველაფერს სათანადოდ არ აკეთებს. რუსეთის ეკონომიკა დროთა განმავლობაში დასუსტდება, რადგან წიაღისეული საწვავი მსოფლიოს ენერგეტიკული ეკონომიკისთვის მნიშვნელობას კარგავს. თავის მხრივ, რუსეთის მცდელობა, განავითაროს სამეწარმეო ეკონომიკა, წარუმატებელია და ამის მიზეზი რუსეთის კლეპტოკრატიული და დიქტატორული ბუნებაა. ამიტომ, პუტინი აცნობიერებს, რომ რუსეთის ძალაუფლება ახლა უმაღლეს ნიშნულზეა და კლებას იწყებს. შესაძლოა, სწორედ ამან გადააწყვეტინა პუტინს დარტყმა. მე ზუსტად არ ვიცი, თუმცა თქვენ დასვით კითხვა, რომელზეც ბევრს ვფიქრობდი.

რა არის პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინაში ან რა იქნება ის მინიმუმი, რის მიღწევასაც  შეეცდება?

ეს ნამდვილად არ ვიცი და მინდა, თავი ავარიდო იმაზე ფიქრსაც კი, რა შეიძლება მივცეთ პუტინს, რომ გავახაროთ. ეს თქვენ არ გიკითხვათ, მაგრამ მე მაღელვებს ისინი, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ პუტინი. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. ის ვერ დაკმაყოფილდება, თუ მის მოთხოვნებს შევასრულებთ. ჩვენ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა მის აგრესიას და შევთავაზოთ შეთანხმება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მისი შეშფოთება ლეგიტიმურია, მაგრამ არ უნდა ვითამაშოთ პუტინის ფანტაზიის სამყაროში, სადაც უკრაინა ემზადება რუსეთზე თავდასხმისთვის ან უკრაინის მთავრობა არის ფაშისტი-ნაციონალისტების ბანდა. ამ მოსაზრებებს დისკუსიების საფუძვლად ვერ ვაქცევთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სერიოზულად, დიპლოამტიურად ლეგიტიმურ საკითხებზე და ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით, შეთავაზებებიც გააკეთა.

დაბოლოს, ხედავთ უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს წევრებად უახლოეს მომავალში?

ნატო-ს პოზიცია, რომლის შეცვლაც რუსეთს სურს, არის რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს იყო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. მე ამ სამიტს ვესწრებოდი და ძალიან კარგად ვიცი, რა მოხდა. ისტორიას უყვარს ხუმრობა. ზოგჯერ ისეთი რამ ხდება გარდაუვალი, რაც შეუძლებლად მიგვაჩნდა.  ამ ისტორიულ ფაზაში საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიიანება რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ასევე რთულად თუ წამორიდგენდა ვინმე, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა ან ბერლინის კედელი დაეცემოდა, ასობით მილიონი ევროპელი, ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე, გაერთიანდებოდა  ევროკავშირსა და ნატო-ში. ერთ დროს ესეც შეუძლებელი იყო. ასე რომ, ისტორია შეიძლება შემოტრიალდეს, საქართველოს ამაში წვლილის შეტანა შეუძლია და ამისთვის აუცილებელია კონცენტრაცია დემოკრატუილ განვითარებაზე. აშშ-ი და ნატო უნდა დაეხმარონ სუვერენიტეტისა და რუსეთის აგერსიისაგან თავისუფლების დაცვაში.

მსოფლიოს ამბები