დენგეს ვირუსი – სპეციალისტების პროგნოზი
საქართველოსთვის იშვიათი ვირუსული ინფექცია, რომელიც კოღოს ნაკბენით ვრცელდება. ქვეყანაში წელს პირველად დაფიქსირდა დენგეს ვირუსი, რომელიც უცხო ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეს აღმოაჩნდა. ირკვევა, რომ საქართველოში ჩამოსვლის დროს ის უკვე ინფიცირებული იყო, რაც დაავადების ადგილობრივ გავრცელებას გამორიცხავს. სტატისტიკის მიხედვით, მითითებულ ვირუსი ჩვენს ქვეყანაში წინა წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა, საუბარია ერთეულ შემთხვევებზე. დენგეს ვირუსს რესპირატორული დაავადებების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და ის ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული. რამდენად არის საქართველოში ვირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხე – მით უმეტეს, რომ დაავადების გადამტანი კოღოები არიან. ეპიდემიოლოგების პროგნოზები – მარიამ აფციაურის რეპორტაჟში #მოამბე