დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, უნიკალური რეკრეაციული ზონა ზღვასა და მთას შორის, ოთხასწლოვანი გიგანტური ხეები, ეგზოტიკური ცხოველები და იშვიათი მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - როგორ გაშენდა ოაზისი ჭაობზე და როდიდან შეძლებენ ვიზიტორები მის დათვალიერებას

კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე საქართველოში.

ივლისიდან მსურველებს შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის დათვალიერების საშუალება ექნებათ. 60 ჰექტარზე გაშენებულ ტერიტორიაზე ვიზიტორები ენდემურ გიგანტურ ხეებს და უნიკალური სახეობის მცენარეებს ნახავენ. იქვეა ხელოვნური ტბაც, პარკს ათამდე სახეობის ძუძუმწოვარი და ფრინველიც ჰყავს. დამთვალიერებლისთვის ტერიტორიაზე შესვლა უფასო იქნება.

პარკის გაშენების პროცესი 2016 წელს დაიწყო და უკვე დასკვნით ეტაპზეა. გახსნამდე რეკრეაციული სივრცე „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა.

დატოვე კომენტარი