„დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობა

პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ სახელწოდება შეიცვალა და ამიერიდან ის „ერთიანი საქართველო-დემოკრატული მოძრაობა“ იქნება. გადაწყვეტილება პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე მიიღეს. პოლიტიკური ძალის  ლიდერებმა აღნიშნეს, რომ სახელწოდებაში ერთიანი საქართველოს წამოწევა ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე მიანიშნებს. ყრილობის გადაწყვეტილებით შეიცვალა პარტიის ლოგო და სიმბოლიკაც. რიგგარეშე ყრილობაზე „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს ნინო ბურჯანაძე. გენერალური მდივნის პოსტი კი გიგლა ბარამიძემ დაიკავა. განახლდა პარტიის მთავარი საბჭოს შემადგენლობაც. პარტიის ლიდერების განცხადებით, მათი მთავარი ამოცანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ამ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება იქნება. რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობა სულ 439-მა დელეგატმა მიიღო.

დატოვე კომენტარი