„დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ განცხადება

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით 2024 წელს საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას აჯამებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვითარებამ ამ მიმართულებით კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. ხელისუფლებამ შეზღუდა კრიტიკული აზრის გამოხატვის სივრცე. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში დაბრუნდა წამება.