დემოკრატების ორი ბრალდება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის საფრთხის წინაშეა.

დემოკრატებმა აშშ-ის პრეზიდენტს ორი მუხლით ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. თეთრი სახლის ლიდერს ოპონენტები უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლას ედავებიან. თავის დროზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი ტრამპის უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შინაარსი გახდა. დემოკრატები ამტკიცებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აიძულებდა.

გვანცა ფოცხვერია არკვევდა, აქვს თუ არა დემოკრატიულ პარტიას იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად საკმარისი ბერკეტი.