გაუარესებული დემოგრაფიული მონაცემები – შობადობის მაჩვენებელი გარდაცვალების მონაცემებს მკვეთრად ჩამორჩება.
ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე საგანგაშოა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაუარესების ტენდენცია 2015 წლიდან იღებს სათავეს, ბოლო პერიოდში კი პიკს მიაღწია და წლის განმავლობაში 40 000-ს დაბადებულს ჩამოსცდა. სპეციალისტები არსებულ ნეგატიურ სურათს მოსახლეობის ცნობიერების შეცვლას, ოჯახების გვიან შექმნას და სოციალურ პრობლემებს უკავშირებენ.