დემოგრაფიული მაჩვენებელი
2015–2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მონაცემები გადაიანგარიშა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. მაჩვენებელი 5.6 %ით 3 მილიონ 722 ათასიდან 3 მილიონ 930 ათასამდე გაიზარდა. 2025 წლისთვის საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 62.2 %-ია. მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, 2015-2025 წლებში შეიცვალა მისი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურაც. ზრდა ორივე სქესში თითქმის თანაბარი იყო.