დემენცია – გამოწვევა ჯანდაცვის სისტემაში

21:18, 30.03.2025

დაავადება, რომლის მაჩვენებელიც, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 55 მილიონს აღემატება. დემენციით დაავადებულთა ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ გვაქვს, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დიაგნოზით 65 წელს გადაცილებული პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, დემენციის ასაკი კი მცირდება. დაავადებასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი მისი ადრეული დიაგნოსტიკაა, თუმცა როგორც ირკვევა საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს ხშირად მძიმე ან საშუალო ფორმით დაავადებული ხანდაზმულები მიმართავენ, რაც სპეციალისტების განცხადებით, ხელს უშლის რემისიას და გართულებების ხანგრძლივად გადავადებას. როგორია ცხოვრება რთული დაავადებით და რა პრობლემებს აწყდებიან პაციენტები ქვეყანაში?- ანა ნოდია და ზაზა შუკვანი დეტალებით.

მსგავსი