დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების საქმე

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი მატროსოვის ციხეში ადვოკატმა მოინახულა.

ინტერესების დამცველის თქმით მოხდება მასალების, უფრო კონკრეტულად, გამოძიების მიერ მოპოვებული ჩვენებების და კარტოგრაფიული რუკების გაცნობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის უცხო ქვეყნისთვის შესაძლო გადაცემის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

დატოვე კომენტარი