„დელტა“ შტამის მასშტაბები იზრდება

ეპიდემიოლოგები ამჯერად საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის აქტიურად გავრცელებას პროგნოზირებენ.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დელტას სახეობის მხოლოდ 20-მდე შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა სავარაუდოდ, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ ერთ თვეში შესაძლოა ბრიტანულის მსგავსად სწორედ ეს შტამი გახდეს დომინანტი. არსებული კვლევებით, ყველა ვაქცინა მეტ-ნაკლები ეფექტურობით გადადების მაღალი ხარისხით გამორჩეული ამ შტამის წინააღმდეგაც მოქმედებს, თუმცა ეფექტურობის მაჩვენებელი ჩინური ვაქცინების შემთხვევაში გაცილებით დაბალია. სწორედ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ახალ მარაგებს ელოდება ქვეყანა მომავალი თვიდან. დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ივლისის დასაწყისში საქართველოში სამ მილიონამდე ვაქცინა შემოვა, მათ შორის იქნება „ფაიზერიც“.

დატოვე კომენტარი