დეხვირის ისტორიული ციხე

დეხვირის კომპლექსი რამდენიმე ციხესა და კოშკს აერთიანებს. განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლი ლეჩხუმში მდებარეობს და წერილობით წყაროებში პირველად მე-17 საუკუნეში იხსენიება. კომპლექსი დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი და არქეოლოგებისთვის კვლევის საინტერესო ობიექტს წარმოადგენს. 2024 წელს აქ აღმოჩენილი სამარხების ანთროპოლოგიური შესწავლის შედეგები ამ ეპოქის სოციალურ მახასიათებლებზე ბევრს ჰყვება . იმის გამო, რომ დეხვირის ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი იყო, მას ხან იმერეთის სამეფო, ხანაც სამეგრელოს სამთავრო აკონტროლებდა. დღეს კი, ნაკლები ცნობადობის გამო, ისტორიულ სოფელში სტუმარი იშვიათია, თუმცა ამის მიუხედავად, კიდევ ერთი მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ვიზიტორებს ყველა სეზონზე ელის.

ანა ნოდიასა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი ლეჩხუმიდან #მოამბერეგიონები