დეკანოზ მამალაძეს საპატრიარქოს პრესმდივანი შეხვდა

სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძეს საპატრიარქოს პრესმდივანი შეხვდა.

მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატიმარი მან ზეთისცხების მიზნით მოინახულა და ხანგრძლივი საუბარიც ჰქონდათ.

საუბარი შეეხო საპატრიარქოს განცხადებასაც, რომელიც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

მამა ანდრიას თქმით, საპატრიარქოს დეკანოზის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს და ეს საკითხი მეორე მხარის ქცევაზეა დამოკიდებული, რადგან საპატრიარქო შანტაჟის მცდელობას არ აჰყვება.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ნაწილში, სადაც მისი წილი ბრალის აღიარებაზე იყო საუბარი, საპატრიარქო გულისხმობდა მხოლოდ სულიერ ნაწილს და არა სამართლებრივ მხარეს.