დეკანოზ გიორგი მამალაძის გადაყვანა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი ღუდუშაურის კლინიკიდან ნომერ მე-18 სამკურნალო, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, კლინიკაში ყოფნის პერიოდში პაციენტს ჩაუტარდა ყველა აუცილებელი გამოკვლევა. მამა გიოგრი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელა კონსილიუმმა და დასვა შესაბამისი დიაგნოზი. მედიკოსები მსჯავრდებულის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსჯავრდებული ყველა იმ სამედიცინო პროცედურას გაივლის, რაც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარებული კონსილიუმის დასკვნით არის რეკომენდებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს. მსჯავრდებულის ადვოკატები კლინიკიდან მისი გაწერის წინააღმდეგი იყვნენ.