„დედოფლისწყაროობა 2025“
სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებით აღინიშნა
„დედოფლისწყაროობა 2025“. კულტურის სახლის ეზოში მოეწყო ფიქრია ზარიძის ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა მამუკა კვარაცხელიას წიგნის „სამასმეერთეს“ პრეზენტაცია. ჩატარდა სხვადასხვა სანახაობა და საბავშვო ღონისძიება ანიმატორების მონაწილეობით. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო დედოფლისწყაროელები. საზეიმო ღონისძიებების დასასრულს კი კონცერტი გაიმართა.