დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ

სამოქალაქო მოძრაობის, „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი, თამარ ჯაფარიძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ შეუშალონ ხელი აზარტული თამაშების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

კერძოდ, თამარ ჯაფარიძე მოძრაობა „გირჩის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოხმაურა, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება სათამაშო ბიზნესს რეკლამის განთავსებას საკუთარ ტელევიზიაში სთავაზობს. თამარ ჯაფარიძის თქმით, „გირჩის“ წარმოდგენა ადამიანის თავისუფალებაზე არასწორია. მისივე განმარტებით,  თავისუფალ პიროვნებას ადიქციური ქცევები არ უნდა ახასიათებდეს. თამარ ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების მიღებაზე საზოგადოებაში არსებული მუხტი, პოლიტიკურმა ფიგურებმა პიარისთვის არ უნდა გამოიყენონ.