დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ

აზარტული თამაშების წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გაიმართა.

აქციაზე დედები შეიკრიბნენ. „დაიცავით ჩვენი შვილები,“ – აქციის  მთავარი ლოზუნგი იყო. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, დაიწყონ აზარტული თამაშების საკითხის დარეგულირების მიზნით აქტიური საკანონმდებლო საქმიანობა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის სახელზე 10 ათასი ხელმოწერით გაგზავნილ პეტიციას ვადა 5 მარტს გასდის.

დღევანდელი აქციის მთავარი ტრანსპარანტი მონაწილეებმა სიმბოლურად  მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში დატოვეს.