დედაქალაქში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
საზეიმო ცერემონია პირველი რესპუბლიკის მოედანზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. განათდა თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე დამონტაჟებული ილუმინაციებიც. პირველი რესპუბლიკის მოედანი წლევანდელი საახალწლო ღონისძიებების მთავარი ადგილია. ახალი წლის მთავარ სიმბოლოსთან ერთად მოწყობილია საახალწლო სოფელიც, სადაც ბავშვებს ყოველდღე სანტა და ზღაპრის გმირები უმასპინძლებენ. სადღესასწაულო პროგრამა კონცერტებს, თეატრალიზებულ წარმოდგენებსა და გამოფენებს მოიცავს. საახალწლო სოფელში მისულ პატარებს ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი და საახალწლო ქალაქის მატარებელიც დახვდებათ.