დედაქალაქის თეატრები რეგიონებში

დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში გასტროლებს იწყებენ. პროექტში, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა, 8 თეატრმა გაიმარჯვა. თეატრების წარმომადგენლები „მოზარდ მაყურებელთა თეატრში“ შეიკრიბნენ და საგასტროლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც დღეიდან დაიწყება და მთელი ზაფხული გაგრძელდება. კულტურის სამინისტრომ,  დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით ხელშეწყობის კონკურსი 21 ივნისს გამოცხადდა, რომელშიც 16 თეატრი მონაწილეობდა.