დედაქალაქის საკრებულოს სხდომა

თბილისის მთავრობას, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს დედაქალაქის საკრებულო დღეს დაამტკიცებს. 10 რაიონის გამგებელი კახა კალაძემ უკვე წარადგინა. კანდიდატიდან ექვსი, აქამდე მოქმედი გამგებელია, ხოლო ოთხი, ამ თანამდებობას პირველად დაიკავებს. სხდომას დაესწრება ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებთან და დედაქალაქის მერთან მწვავე შეკითხვები ექნებათ.