დედაქალაქის მთავრობის სხდომა მერიაში

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი მიზანმიმართულ ტყუილის გავრცელებასა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა. მერის განმარტებით, ხაბეიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს გურამიშვილის 28 ნომერში მდებარე სკვერში 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

მარიამ სეთურიძე დეტალებით.