დედაქალაქის მთავრობის სხდომა

თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განცხადება რამდენიმე საკითხზე გააკეთა. მისი განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, დედაქალაქის მერია ახალი ავტობუსების შესყიდვის პროგრამას აგრძელებს და 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა იგეგმება. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც შესაბამისი ლიცენზია აქვს, ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ტაქსის ლიცენზია ჩამოერთმევათ. კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულების თემაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ამ საკითხის მოსაგვარებლად თბილისის მთავრობა მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს.