დედაქალაქის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც კახა კალაძემ ისაუბრა, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტია, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, პირველი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება.