დედაქალაქის მერის მიმართვა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის თბილისის მერი და სამუშაოების მნიშვნელობაზე საუბრობს. კახა კალაძის თქმით, სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორი თვის განმავლობაში, გადაადგილების თვალსაზრისით, თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა, ეს დროებითი დისკომფორტია. მისივე თქმით, მერია მაქსიმალურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემებზე.