დედაქალაქის მერის განმარტება

პარკირების ჯარიმის სამომავლოდ გაზრდის საკითხი და დედაქალაქის მერის კიდევ ერთი განმარტება. კახა კალაძის განცხადებით, პროექტმა პარლამენტში სამი მოსმენა გაიარა, ავტობუსების პარკის განახლების შემდეგ კი, პროექტს კენჭი ეყრება. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიის მთავარი მიზანია, რომ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით  რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და საკუთარ ავტომობილებზე უარი თქვან. კალაძის განცხადებით, ეს რეფორმა არაერთ ევროპულ ქალაქში წარმატებით განხორციელდა.