დედაქალაქის მერის განცხადება

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომა აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის შესახებ საუბრით დაიწყო. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნაგებობების მშენებლობა სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ მიმდინარეობდა. არცერთ მათგანში, რომელთა დემონტაჟიც მოხდა, ოჯახები არ ცხოვრობდნენ. რაც შეეხებათ მათ, ვინც უკვე ათეული წლებია ცხოვრობენ, მერია დაკანონებაში ეხმარება და ეს პროცესი კვლავ  გაგრძელდება.