დედაქალაქის მერის განცხადება

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტს, დიმიტრი ბიძინაშვილს, რომელიც აცხადებდა, რომ გუშინდელი ინციდენტის შედეგად, ქალაქის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მაისური შემოახია, დღეს კახა კალაძე გამოეხმაურა და საჩუქრად მაისური გაუგზავნა.

ინციდენტი გუშინ ვარკეთილში სკვერის გახსნაზე მოხდა, სადაც ადგილზე მისულ მერიის წარმომადგენლებს და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრს შორის დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ეს განცხადება კახა კალაძემ  ვაკეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას გააკეთა. ვარაზისხევიდან ავალიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება დღეიდან უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.