დედაქალაქის მერიის განცხადება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი მანიფესტაციის გამო, დღეს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეუძლიათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ.

დროებით იცვლება რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. დეტალურ სქემას თბილისის მერია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

 

დატოვე კომენტარი