დედაქალაქის მერია თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს

დედაქალაქის მერია თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამდენი ბიბლიოთეკა განაგრძობს ფუნქციონირებას დღეს არსებული 36 დაწესებულებიდან, თუმცა ცნობილია, რომ თანამშრომლებს ქალაქის მთავრობა არსებული კადრების გადამზადებისა და ტესტირების შემდეგ შეარჩევს.

საკითხი ბიბლიოთეკების თანამშრომლებში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. მათი ნაწილი შიშობს, რომ სამსახურის გარეშე დარჩება, მათ ადგილებს კი პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კადრები დაიკავებენ. ვითარებაში გარკვევის მიზნით, ბიბლიოთეკების თანამშრომლები დღეს კიდევ ერთხელ თბილისის მერიაში დაიბარეს. ასევე შეხვედრა გაიმართა საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან.

გვანცა გავაშელი თემის დეტალებით.