დედაქალაქის გენგეგმის განხილვა

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა –  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,  მერია სპეციალისტებსა და პროექტის ავტორებს კიდევ ერთხელ მოუსმენს.

თბილისის მერის განცხადებით,  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რაზეც ქალაქის გრძელვადიანი განვითარება უნდა დაფუძნდეს. სწორედ ამიტომ შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადამ გადაიწოს.