დედაქალაქის ბიუჯეტი

დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით იზრდება და და 2 მილიარდ 271 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამის გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. როგორც საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ განაცხადა, 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება არსებული ნაშთების, მიმდინარე წელს მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით.