დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს განიხილავენ საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომაზე.

დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი თბილისის მერიამ საკრებულოს 11 დეკემბერს გადაუგზავნა.

დეპუტატებმა კომისიის სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები დასკვნის სახით უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.

ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წევრები კენჭს ხვალ უყრიან.